ჩემპიონთა ლიგა – ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურიშ დავით ხოჭოლავას “შახტარმა” გასვლაზე მადრიდის “რეალი” სენსაციურად 3-2 დაამარცხა და გათამაშება გამარჯვებით დაიწყო. საქართველოს ნაკრების წევრმა მნიშვნელოვან მატჩში სრულად ითამაშა და მინდორზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო თავისი სტაბილური თამაშით.

პოლონეთი – პოლონეთის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა ვაკო გვილიას “ლეგიამ” და ლიდერებს ნელ-ნელა უახლოვდება. გვილიას გუნმდა ამჯერად შინაურ კედლებში 2-1 დაამარცხა “შლიონსკი”. ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 77-ე წუტზე შეცვალეს.

ესპანეთი – ლა ლიგა 2-ში გიორგი მაკარიძის “ალმერია” მხოლოდ ფრეს გამორჩა “კარტახენასთან” მატჩში (1-1-). საქართველოს ნაკრების მეკარემ ტრადიციულად სრულად ითამაშა და 4 სეივიც მიითვალა, მისი გუნდი ჯერ-ჯერობით ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფება. ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფება ასევე ოთარ კაკაბაძის “ტენერიფეც”, რომელიც გასვლაზე “პონფერადინასთან” 1-0 დამარცხდა. კაკაბაძის დებიუტი ამჯერადაც გადაიდო, თუმცა ის ამჯერად განაცხადში მოხვდა.

გერმანია – გერმანიის რანგით მესამე ლიგაში ლუკას ჰუფნაგელის “უნტერჰახინგი” შინ “დუისბურგთან” მინიმალური ანგარიშით დამარცხდა (1-0). ჰუფნაგელი ძირითად შემადგნელობაში იყო და მინდორზე 56 წუთი გაატარა.

რუსეთი – რუსეთის თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა გია გრიგალავას ტულის “არსენალი”, რომელმაც პენალტების სერიაში დაამარცხა “ტექსტილშიკი”. გრიგალავა სათადარიგო იყო. სამაგიეროდ გათამაშებას გამოეთიშა ალექსანდრე აკხიძის “ველესი”. მოსკოველები 3-1 დამარცხდნენ პრემიერლიგურ “ურალთან”. ქართველი მარჯვენა მცველი მატჩის მიწირულს შეცვალეს.

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ