საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” შემტევმა, ქართული ფეხბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ “Sport24”-თან საუბრისას საინტერესო განცხადება გააკეთა.
“არაერთი ვარიანტი მქონდა, მათ შორის ევროპიდან, თუმცა ჯერ რუსეთში ვთამაშობ.”
“დიახ, ევროპაში თამაში ჩემი ოცნებაა. წინასწარ ამის თქმა რთულია, მაგრამ “რეალში” თამაშს ვისურვებდი.” – განაცხადა ხვიჩამ.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად კვარაცხელიას მცირე ტრავმა აქვს და სარეაბილიტაციო პროცესს გადის.