• კვი. მაი 16th, 2021

ახლა წლამდე ჯერ დიდი დროა დარჩენილი, თუმცა უკვე გადაწყვეტილია რომ ლონდონის “არსენალის” რიგებს ორი ფეხბურთელი დატოვებს – მესუთ იოზილი და ბერძენი სკორატის პაპასდატოპულოსი.

32 წლის იოზილი “არსენალში” ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას რომ ის “არსენალს” აღარც სჭირდება და ვერც ვერაფერში ადგება. ადრე იწერებოდა თითქოს იოზილი თავის ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდებოდა (საუბარია თურქეთზე), თუმცა ბრიტანულ პრესაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია რომ ერთ დროს მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ტალანტის გადაბირებით რამდენიმე ამერიკული კლუბია დაინტერესებული. განსაკუთრებით ერთი კლუბი აქტიურობს და ეს კლუბი გახლავთ “დისი იუნაიტედი”. წესით, საინტერესო უნდა იყოს მატერიალისტი იოზილისთვის ამერიკული ვარიანტი, რადგან იქ პატარა ხელფასი მას არ ექნება. აქვე გეტყვით, რომ სოკრატისის მიმართ ინტერესს იტალიური “ნაპოლი” გამოხატავს, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ჭორის დონეზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.