• კვი. მაი 16th, 2021

შესაძლო კოშმარი საქართველოსთვის მაკედონიასთან მატჩის წინ

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წინ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელის. ერთა ლიგის ფინალი 12 ნოემბერს შედგება, სადაც ჩვენი ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

ამ მნიშვნელოვან შეხვედრამდე ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სპორტსმენებს, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ქვეყნის საზღვრების დატოვება აეკრძალათ.
განცხადებაში არაფერია ნათქვამი ლეგიონერების შესახებ, თუ რა ბედი ეწევათ ყაზახეთში მოთამაშე უცხოელ ფეხბურთელებს.

ჩვენთვის აღნიშნული საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რამეთუ ყაზახეთის პრემიერლიგაში საქართველოს ნაკრების 3 წევრი, ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი და ელგუჯა ლობჯანიძე თამაშობენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.