Криштиану Роналду / Фото: ©РИА Новости / Виталий Белоусов

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდო სანტუშმა კრიშტიანო რონალდოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

 

როგორც იცით, 2 დღის წინ “იუვენტუსის” ვარსკვლავს კოვიდი დაუდასტურდა, რის გამოც 10 დღის განმავლობაში სასტუმროში საკუთარ ოთახში მოუწევს ყოფნა.

 

ამის გამო, კრიშტიანომ პორტუგალიისა და შვედეთის დაპირისპირება უკვე გამოტოვა, ის ასევე “ბიანკონერის” სერია A-ში “კროტონესთან” და ჩემპიონთა ლიგაზე კიევის “დინამოსთან” შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

 

“კრიშტიანო ნამდვილი ფენომენია და არ მეგონა, ის თუ კიდევ რაიმეთი გამაკვირვებდა. მიუხედავად იმისა, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა, მაინც მოედანზე გასვლა უნდოდა.

 

ის სასტუმროს თავისი ნომრიდან ყვიროდა, ნაბიჭვარი კორონა, მე კვლავ მოედანზე ყოფნა და ჩემი თანაგუნდელების დახმარება მინდა. მიდი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია”, – თქვა სანტუშმა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ