ერთა ლიგის 2020 წლის გათამაშებაში უკვე 4 ტური დასრულდა და გამოიკვეთა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც ჯგუფებში პირველი ადგილისთვის იბრძოლებენ.
ცნობილმა სტატისტიკურმა კომპანია Whoscored-მა კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა, სადაც ნაჩვენებია, რომ ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია.
3 ჩატარებულ შეხვედრაში 19 წლის ფეხბურთელს საშუალოდ 7.89 აქვს რეიტინგი, რითაც ყველას სჯობს. ზოგადად C დივიზიონში კი მეორე ადგილზეა.
აღსანიშნავია, რომ ოთხივე ლიგის ჩამონათვალში კვარაცხელია 10 საუკეთესო ფეხბურთელს შორისაა რეიტინგით უსწრებს ისეთ დიდებულ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან სერხიო რამოსი, კრისტიანო რონალდუ, კილიან მბაპე და სხვები.