ფინეთის ვეიკაუსლიგაში უსახურ და წარუმატებელ თამაშს აგრძელებს ზურაბ ცისკარიძის “როვანიემი”. ქართველი მცველის გუნდი ამჯერად შინ “ლაჰტისთან” შერცხვა (4-0). მასპინძელთა ქარტველი კაპიტანი ძირითად შემადგენლობაში იყო სრულად ითამაშა, 66-ე წუტზე კი ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში 2-0 გახადა. “როვანიემი” გატამაშების ცხრილში 5 ქულით გამოკვეთილი აუტსაიდერია და ბოლო ადგილზე იმყოფება.

ფინეთის რანგით მეორე ლიგაში აუცილებლად მოსაგები თამაში ვერ მოიგო ზაქარია ბეგლარიშვილის “კოოტეპემ”. ბეგლარიშვილის გუნდი “კოკოლას” საკუთარ არენაზე დაუზავდა ანგარიშით 0-0. საქართველოს ნაკრების ყოფილმა შემტევმა სრულად ითამაშა, მისი გუნდი კი 38 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერს 3 ქულით ჩამორჩება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ