• ორშ. აპრ 12th, 2021

სრული სიგიჟე: 19:0 ქართველ ქალთა გუნდის შესრულებით და 15 გოლი ერთი ფეხბურთელის ანგარიშზე (ვიდეო)

საქართველოს ქალთა ლიგის მე-11 ტურის შეხვედრაში, სადაც “ლანჩხუთი” “ზარზმას” დაუპირისპირდა, ფეხბურთისთვის ერთ-ერთი იშვიათი შედეგი დაფიქსირდა. მასპინძლებმა მეტოქე არც მეტი არც ნაკლები, 19:0 დაამარცხეს.

აღსანიშნავია, რომ აქედან 15 გოლი ერთი ფეხბურთელის – ხატია ჭყონიას ანგარიშზეა.

11 ტურის შემდეგ ქალთა საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთს 28 ქულა აქვს (9 გამარჯვება, 1 ფრე, 1 მარცხი) 11 ტურში ლანჩხუთმა 80 გოლი გაიტანა, 5 კი გაუშვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.