ჩრდილოეთ უგანდაში მდებარე ლამვოს რაიონში ტრაგედია დატრიალდა. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, ფეხბურთელი, რომელსაც თანაგუნდელებმა სცემეს, გარდაიცვალა.

ამხანაგური შეხვედრისას 22 წლის ჩერჩილ ოვასიმ შეცდომა დაუშვა, რასაც მისი გუნდის კარში გოლი მოჰყვა. ამან ოვასის თანაგუნდელები განარისხა და ისინი ჩერჩილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სამართალდამცველების თანახმად, ოვასი ცენტრალური მცველის პოზიციაზე ასპარეზობდა და ინციდენტს წინ ცხარე კამათი უძღოდა. ერთ-ერთი ადგილობრივი გაზეთის მიხედვით, ფეხბურთელებმა თანაგუნდელს უმოწყალოდ სცემეს და „ნამდვილი მხეცებივით მოიქცნენ“.

პოლიციის განცხადებით, მატჩის შემდეგ, ოვასიმ შურისძიება სცადა და ერთ-ერთ თანაგუნდელი, რომელიც მას ფიზიკურად გაუსწორდა, ველოსიპედიდან ჩამოაგდო. ამას კიდევ ერთი დაპირისპირება მოჰყვა და 22 წლის ფეხბურთელის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

სამწუხაროდ, ექიმებმა მისი სიცოცხლე ვერ გადაარჩინეს. პოლიციის წარმომადგენლების მიხედვით, საქმეზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს და მათ რამდენიმე ეჭვმიტანილიც ჰყავთ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ