ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის 1:1 დასრულდა.

მატჩის დასაწყისში ოთარ კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო და ის საბა ლობჟანიძემ შეცვალა. ტერიტორიული უპირატესობა პირველ ტაიმში გუნდებს შორის ცვალებადი იყო და არცერთი გუნდი განსაკუთრებულ უპირატესობას არ ფლობდა. შეხვედრის პირველმა ნახევარმა უღიმღამოდ ჩაიარა და 0:0 დასრულდა.

შეხვედრის მეორე ნაწილში საქართველოს გააქტიურდა, ლობჟანიძის გარღვევას საჯარიმოში ჩაწოდება მოჰყვა, საბოლოოდ კი დაუშვილმა შორიდან დაარტყა და ბურთს მეკარე დაეუფლა.

68-ე წუთზე საჯარიმოს გარეთ ხელით თამაშისთვის მსაჯმა მეკარე დმიტრიევსკი გააძევა და მეტოქე კაცნაკლული დარჩა. ვაისმა მაშინვე ორმაგი ცვლილება განახორციელა – დაუშვილისა და ქვილითაიას ნაცვლად მოედანზე კვარაცხელია და კაჭარავა შეუშვა.

შეუშვა და ჯერ კაჭარავამ ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო მომდევნო იერიშისას კვარაცხელიამ ორი მცველი ჩამოიცილა და ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა.

85-ე წუთზე ხვიჩას სწრაფი კონტრიერიშისას კაჭარავამ გაიტანა, მაგრამ არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. მერე კაჭარავას გოლკიპერმა შიშკოვსკიმ არ დაანება გატანა.

დამატებით დროში კი კუთხურის მოწოდებისას, ჩვენი ფეხბურთელები დაჯარიმდნენ და ჩვენს კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ალიოსკიმ გამოიყენა და ზედიზედ მეორე შეხვედრაში მატჩის მიწურულს გავუშვით გამარჯვება ხელიდან.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ