• პარ. აპრ 16th, 2021

გიორგი გახარია: ” მეც გულგატეხილი ვარ”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველო – ბელარუსის მატჩის და მაყურებლის არ დასწრების საკითხის ირგვლივ ისაუბრა :

„სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ფეხბურთის ჩვენი გულშემატკივრები ბევრად უფრო მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით არიან აღჭურვილი, ვიდრე ბევრი პოლიტიკოსი. ხშირად, პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს ისე, რომ ელემენტარული წესები, რომელზეც პოლიტიკოსი მაგალითი უნდა იყოს სხვებისთვის, პირბადის ტარებისა და დისტანციის ნაწილში, რაც რთული არ არის, ზოგიერთი პირიქით აკეთებს ამას, გამაღიზიანებლად. მაგრამ, არ აქვს ამას მნიშვნელობა, დარწმუნებული ვარ ამას ჩვენი მოქალაქეები არჩევნების დღეს შესაბამისად შეაფასებენ. მთავარია, ამან ეპიდემიოლოგიურად არ გაგვირთულოს მდგომარეობა. 200 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა არსებობს, მათ შორის ღია სივრცეში; აუცილებლად პირბადე და დისტანცია უნდა იყოს დაცული. 16 ათასი ადამიანის ერთ სივრცეში სტადიონზე ყოფნა, თუნდაც ეს ღია იყოს, რამდენადაც მძიმე უნდა იყოს, შეზღუდულია. მე მესმის მათი გულგატეხილობა, მეც ასე ვარ, თქვენ ხომ დარწმუნებული ხართ, რომ ამ თამაშზე, დაშვებული რომ ყოფილიყო, მეც იქ ვიქნებოდი მათთან ერთად. მაგრამ, სამწუხარო რეალობაა, რომ ეს უნდა გავითვალისწინოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ფეხბურთელების მოტივაცია, ჩვენი მოთამაშეების მოტივაცია კიდევ უფრო მეტი იქნება, კიდევ უფრო მეტი იქნება გამარჯვების მოტივაცია, რადგანაც, როდესაც ამხელა ენერგიაა დაგროვილი საქართველოში და თბილისში, განსაკუთრებით აქ მონაწილეობის, დარწმუნებული ვარ თითოეული მათგანი ამ ენერგიას იგრძნობს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.