• ორშ. აპრ 12th, 2021

საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა სოციალურ განცხადება გამოაქვეყნა

საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა, შოთა არველაძემ ქართველ ფეხბურთელებს ბელარუსთან გასამართი მატჩის წინ მიმართა.

არველაძემ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.

“ბიჭებო, ასეთ თამაშში მონაწილეობაზე ყველა ვოცნებობდით. ბელარუსის დამარცხება იქნება თითოეული იმ ფეხბურთელის, მწვრთნელის და თანამშრომლის გამარჯვება, ვინც მთელი ამ პერიოდის მანძილზე, ნაკრებში თამაშობდა და მუშაობდა. თქვენ გაქვთ საუკეთესო შანსი, გააკეთოთ ყველას გასაკეთებელი და გვაჩუქოთ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი გამარჯვება. უკეთესი გუნდი ვართ და ყველას უნდა დავანახოთ, როგორ შეგვიძლია ფეხბურთის თამაში. წარმატებები საქართველო!” – წერს არველაძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.