ხვალ “დინამო არენაზე” თბილისის დროით 20:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები, ერთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის მატჩს ბელარუსის წინააღმდეგ გამართავს.

ცნობილია, რომ აღნიშნულ დაპირისპირებას, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან. შესაბამისად, ქართველ გულშემატკივარს მოუწევს, რომ “ჯვაროსნებს” სახლიდან უქომაგოს.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა განაცხადა, რომ ეროვნულ ნაკრებს ერთ–ერთი ლიდერი, გიორგი ჩაკვეტაძე დააკლდება.

“სამწუხაროდ, ხვალინდელ შეხვედრას გიორგი ჩაკვეტაძის გარეშე ჩავატარებთ. ის ბელგიიდან ტრავმირებული დაბრუნდა. ბოლო მატჩში გარკვეული დროის განმავლობაში ითამაშა, თუმცა ამ ეტაპზე მზად არ არის, რომ ნაკრებს დაეხმაროს. ამიტომ რამდენიმე დღე დაისვენებს და შემდეგ მიეცემა საშუალება, რომ დაბრუნდეს”, – განაცხადა ვაისმა.

აქვე მოგახსენებთ, რომ საქართველო – ბელარუსის შეხვედრას, თურქი არბიტრი ჯუნეით ჩაქირი განსჯის!

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ