• შაბ. აპრ 17th, 2021

ეს უნდა წაიკითხოთ”პატარა კახის, დიდი დავითის და თამარის ოცნება თქვენი ასასრულებელია ლომებო”

 

sportall.ge-მ გამოაქვეყნა სტატია, დაწერეთ კომენტარებში რას ეტყოდით ნაკრებს მატჩის წინ და საუკეთესო მიმართვას ბიჭებს წავაკითხებთო:

“თქვენი პაპის ტოლა ქიზიყელი ბიჭი ვარ თქვენი ჭირიმე. 76 წელი გავლიე ლომებო. მიშა მესხისა, სლავა მეტრეველისა, ყიფიანის, ჩივაძის, გუცაევის, დარასელიას, მურთაზის, რეზოს და ბორიას სპექტაკლები მინახნია. ტაშკენტის ფინალის სიტკბო მიგემია ოქროებო და 81ის 13 მაისს დინამოს სტადიონის ბალახი მიჭამია სიხარულით გადარეულსა. ბალღს ვთხოვე კარნახით ეს სიტყვები დაეწერა. რომ დავუჯერო ამ ოხერს ჩვენი ლომები წაიკითხავენო. ხოდა გენაცვალოთ თქვენ თედო პაპა საქართველოს ხმალიცა და ფარიც ახლა თქვენ გიპყრიათ და ისე მოიხმარეთ როგორც მამაპაპას არ შეშლია. დაეცით მახვილი, ურტყით და ურტყით! ვინიცობაა და შემოტევა გაბედეს ჭკუით მოიგერიეთ და თავბედი აწყევლინეთ! ისე არ მომკლათ ლომებო ჩვენი ბედკრულის ჰიმნი არ აგუგუნდეს მთელი ევროპის გასაგონად! პატარა კახის, დიდი დავითის და თამარის ოცნება თქვენი ასასრულებელია ლომებო და იმას მოვუკითხე დიდი და პატარა ვისაც თქვენი დიდი გულით არ სჯეროდეს. არც ისინი იყვნენ სხვაზე ნაკლები და არც თქვენა ხართ ვინმეზე ჯაბანი ოქროებო. ღმერთი გწყალობდეთ ლომებო და ბრძოლის ველიდან შინ გამარჯვებული დაბრუნდით. ამინ!”
#ჩემიქვეყნისთვის ❤️
#საქართველოსთვის ❤️🇬🇪
#didish

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.