• შაბ. აპრ 17th, 2021

საქართველო-ბელარუსი] კახა კალაძე: მეტოქეს არ უნდა ავყვეთ, ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ!

პოს TV სპორტზე” გეგი კიკაბიძის გადაცემაში სტუმრობისას თბილისი მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველობელარუსის მატჩზე მაყურებლის არდასწრებაზე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებ იოლი არ ყოფილა

“ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება, საკოორდინაციო საბჭოზე იყო მსჯელობა. არსებული ეპიდემოლოგიური მდგომარეობიდან გამოდიმარე, სპეციალიტები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ მაყურებლის დასწრებას. საწყენია, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი უმაყურებლოდ რომ გაიმართება”, – ამბობს კახა კალაძე.

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის თქმით, ფეხბურთელებს მობილიზაცია დასჭიდრებათ: “ახლა მთელი საქართველო ფეხზე დგას და ჩვენს ბიჭებს გულშემატკივრობს. დარწმუნებული ვარ, მათაც კარგად აქვთ გააზრებული, რა მნიშვნელობის თამაშია. ახლა მაქსიმალური მობილიზაცია გასაკუთრებით ბევრს ნიშნავს, რადგან ამ შეხვედრაში თითოეული წამი მნიშვნელოვანი იქნება. ასევე იმ ტაქტიკური დავალების შესრულება, რასაც მწვრთნელი ფეხბურთელებს დაუსახავს“.

კალაძემ მეტოქეზეც ილაპარაკა: “ბელარუსი ცუდი გუნდი არ არის. დარწმუნებული ვარ, დაცვით ფეხბურს შემოგვთავაზებს და კონტრშეტევებზე ითამაშებს. თუმცა, იმედი მაქვს, გავიმარჯვებთ – ევროპის ჩემპიონატამდე სულ ორი ნაბიჯია დარჩენილი. მთავარია, ამ მატჩისთვის მაქსიმალურდ დავიხარჯოთ და კონცენტრირებულები ვიყოთ”.

თბილისის მერმა არ ისურვა იმაზე ლაპარაკი, თუ რა ტაქტიკით უნდა ითამაშოს გუნდმა: “ეს ვაისმა უკეთ იცის, რადგან გამოჩნდა, რომ კარგი მწვრთნელია. ეს წარმატებები შემთხვევითი არ არის. მიხარია რომ დღეს საქართველოს ნაკრები კარგ ფეხბურთს თამაშობს და ძალიან ნიჭიერი მოთამაშეები გამოჩდნენ, სათამაშო პრაქტიკა კი მათ უმრავლესობას აქვს. არავითარ შემთხვევაში ბელარუსებს არ უნდა ავყვეთ, ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ”.

კალაძემ კვარაცხელიასა და ჩაკვეტაძეზეც ილაპარაკა: “მათ ყველა შესაძლებლობა აქვთ, რომ დიდ გუნდებში მოხვდნენ. ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. სხვა ნიჭიერი ბავშვებიც არიან. მიხარია, რომ მონდომება და პროფესიონალიზმი აქვთ”.

გაგრძელდება თუ არა ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამა? კალაძემ ამაზეც უპასუხა: “რა თქმა უნდა, სპორტის მხარდაჭერა გაგრძელდება. ინფრაქტუქტურა განადგურებული იყო, ყველაფერი დაინგრა და გაპარტახდა… მხოლოდ ბოლო წლებში დაიწყო მისი აღდგენა. მაგალითად, მეამაყება ბათუმში აშენებული სტადიონი, რომელიც ევროპული დონის არენაა. ყველა მუნიციპალიტეტში ასეთი სტადიონი ვერ აშენდება, მაგრამ ბოლო პერიოდში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა რომ გამოჩნდეს. სხვაგვარად, შედეგის მიღწევა წარმოუდგენელია. სადაც წარმატებას მიაღწიეს, განვითარება სწორედ აქედან დაიწყეს”.

დედაქალაქის მერის თქმით, იპოდრომზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა თბილისს დაუბრუნა, სპორტული მოედნების მოწყობაც იგეგმება: “ეს ტერიტორია მერიას გადმოეცა. იქ ბევრი კარგი პროექტი განხორციელდება და, რა თქმა უნდა, სპორტული ინფრასტრუქტურაც მოეწყობა. ეს იქნება თბილისის გამორჩეული პარკი”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.