საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჟორჟ მიქაუტაძესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს – ამის შესახებ სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადაცემაში ‘სპორტი იმედზე’ ისაუბრა. ლევანი ბელარუსთან მატჩზე მაყურებლების შესაძლო დასწრების საკითხსაც შეეხო.

საფრანგეთის მოქალაქე ჟორჟ მიქაუტაძეზე: “ფეხბურთის ფედერაცია მიქაუტაძის საკითხზე უკვე მუშაობს. ალექსანდრე იაშვილს მასთან აქვს კომუნიკაცია. და არა მარტო მასთან, არამედ სხვა ფეხბურთელებთანაც, რომლებიც სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. მიქაუტაძეს საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს. იაშვილი მას ესაუბრება და გვაქვს სურვილი, რომ ჩვენთან იყოს. თუმცა მე არ ვარ მწვრთნელი… სურვილი კი უნდა იყოს ორმხრივი. მოკლედ, კომუნიკაცია არის და ვნახოთ, რა გამოვა. იმედი გვაქვს, რომ სურვილები ერთმანეთს დაემთხვევა. არ ვამბობ, რომ არ უნდა, უბრალოდ ადრეც იყვნენ ფეხბურთელები, რომლებთანაც გვქონდა კომუნიკაცია და გარკვეულმა მოთამაშეებმა უარი განაცხადეს. ზოგთან დღემდეც ვსაუბრობთ. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მზაობას. და ბუნებრივია, ეს საკმარისი არ არის – მისგანაც უნდა მოდიოდეს სურვილი. ეს სამუშაო პროცესია. არა მგონია, რომ რაიმე წინააღმდეგობა იყოს, მაგრამ ცხადია, მე ვერ გეტყვით სხვა ადამიანის პოზიციას.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ