ბელორუსის ჩემპიონატი კორონაპანდემიის გამო არ შეჩერებულა. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები იდეალურ ფორმაში არიან და სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის ნახევარფინალსაც კარგ კონფიციებში შეხვდებიან.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ნაკრების მოსამზადებლად ყველაფერს აკეთებენ. მათთვის ახლა პრიორიტეტული საქართველოს ნაკრების დამარცხება, ხოლო შემდეგ ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებაა.

იმ შემთხვევაში, თუ ბელორუსი ფეხბურთელები საქართველოს ბარიერის დაძლევას ვერ მოახერხებენ, ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ფეხბურთს სპორტის პრიორიტეტული სახეობებიდან ამოიღებს და დაფინანსებას შეუმცირებს.

საქართველოსა და ბელორუსის ნაკრებების შეხვედრა 8 ოქტომბერს შედგება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ