გუშინ კატალონიის ,,ბარსელონამ” ვიგოს ,,სელტა” ვიგოში 0-3 დამაჯერებლად დაამარცხა თაამშის შესახებ ბარსელონას 56 წლის ნიდერლანდელმა თავკაცმა ისაუბრა:

რონალდ კუმანი "სელტასთან" მატჩის შემდეგ

 

1997/98 წლების სეზონის შემდეგ, კატალონიის “ბარსელონამ” ლა ლიგის პირველი 2 შეხვედრის მოგება 3 ან მეტი გოლით პირველად შეძლო.

კლუბის სათავეში ახლადმოსულმა რონალდ კუმანმა მე-2 გამოცდაც წარმატებით ჩააბარა და შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა:

 

გუნდის დღევანდელი თამაშით ვამაყობ, ძალიან კარგად ვიმუშავეთ, თანაც მოედანზე 10 კაცით ვიყავით.

მესი ბურთის გარეშე ბევრს შრომობს, ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მსაჯს ვუთხარით, რომ მატჩში სხვა ჯარიმები იყო.

საბოლოო ჯამში, ეს გრანდეს გადაწყვეტილებაა და განხილვას არ საჭიროებს. კარგი სამუშაო შევასრულეთ და ასეთივე დისციპლინა გაგვაჩნია.

ვფიქრობ, პედრისა და ტრინკაუს კლუბისთვის დაცვაში მეტი სარგებლის მოტანა შეუძლიათ, ვიდრე დემბელეს. მათ სწორედ ამ მიზეზით ითამაშეს.

ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსას” მეტოქეებით ბედნიერები ვართ. “იუვენტუსი” და “ბლაუგრანა” ევროპის ორი საუკეთესო კლუბია. მოწინააღმდეგეებს პატივს ვცემთ. “ბარსელონა” ის გუნდია, რომელმაც ჯგუფური ეტაპი წარმატებით უნდა გადალახოს.

გასულ სეზონზე საუბარი არ შემიძლია, მაგრამ, ჩემი მოსვლის დღიდან მონდომებულები ვართ, რომ ყველაფერი გამოსწორდეს. მნიშვნელოვანია, თუ როგორ ვარჯიშობენ მოთამაშეები. ისინი ფიზიკურად უკეთეს მდგომარეობაში არიან, რაც, ჩემი აზრით, შესამჩნევია”.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ