დასრულდა ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა.
კატალონიის “ბარსელონა” G ჯგუფში მოხვდა. უკვე ცნობილია ის სამი გუნდიც, რომელთანაც “ლურჯ-ბროწეულისფერებს” მოუწევთ ჯახი:
“იუვენტუსი” “ბარსელონა” “დინამო კიევი” “ფერენცვაროში”
შეგახსენებთ, რომ უნგრულ “ფერენცვაროშში” საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ლაშა დვალი ირიცხება.
