ბელორუსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ერთა ლიგის მატჩების წინ გუნდის შემადგენლობა დაასახელა. საქართველოს ნაკრებთან ნახევარფინალის გარდა, ბელორუსი უკვე ახალი ერთა ლიგის ეგიდით ლიეტუვასა და ყაზახეთთან ითამაშებს.

ქართველებისთვის საქმეს აადვილებს ის ფაქტი, რომ ბელორუსებს 2 ლიდერი გამოაკლდათ. “ჯვაროსნების” წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ სტანილავ დრაგუნი (“ბატე”) და ილია შკურინი. ორივე მათგანი გუნდის გამორჩეული წევრია.

ბელორუსის ნაკრები შეკრებას 3 ოქტომბერს დაიწყებს, ხოლო 7-ში საქართველოს დედაქალაქს ეწვევა.

ჯერ კიდევ უცნობია, დაესწრება თუ არა აღნიშნულ შეხვედრას გულშემატკივარი.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ