“რუბინიდან” “როტორში” იჯარის წესით გადასულმა ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა რუსეთზე, თავის მომავალსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე Sport24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

“მე და ხვიჩა ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობთ. ერთად ჯერ კიდევ დინამო თბილისის სკოლაში ვთამაშობდით ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. დღეს კვარაცხელიას შეგვიძლია რუსეთის მესი ვუწოდოთ. “ლოკომოტივმა” დიდი შეცდომა დაუშვა, ის რომ გაუშვა”.

“საქართველო ჩემი სახლია და კომფორტულად თავს სამშობლოში ვგრძნობ. მაგრამ რუსეთშიც ძალიან კარგად ვარ. მომწონს რუსული ფეხბურთი და ქვეყანაც”.

“ჩემთვის გაუგებარია, რატომ აკრიტიკებენ შენგელიას, მაგრამ საკუთარ თავზე გეტყვით – რუსულ გუნდში გადასვლის გამო პრობლემა არ მქონია”.

“მართალია, 2008 წლის ომმა ქვეყანა შეცვალა. ომი ძალიან ცუდია. საქართველოში არიან ისეთები, რომლებსაც სააკაშვილი არ უყვართ, მაგრამ არიან ისინიც, რომლებსაც განსხვავებული პოზიცია აქვთ”.

“როტორში” ჩემს გაშვებას ჰქონდა თავისი მიზეზები. ეს იმისთვის გააკეთეს, რომ მეტი მეთამაშა. სლუცკისთან კარგი ურთიერთობა მაქვს, არავითარი პრობლემები. მითხრა, რომ ჩემს დაბრუნებას ელის. ძალიან მხიარული მწვრთნელია, მისი მუშაობის მეთოდები კოლექტივს აერთიანებს”, – განაცხადა დავითაშვილმა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ