საქართველოს ნაკრების თილისმა, ოთარ მამასახლისი უკიდურეს გაჭირვებაშია!

თარიღი: სექტემბერი 26, 2020

საქართველოს ნაკრების თილისმა, კაცი, რომელსაც ყველა ქართველი გულშემატკივარი იცნობს, ოთარ მამასახლისი უკიდურეს გაჭირვებაშია.

მამასახლისი, რომელიც ქართული გუნდებისა და საქართველოს ნაკრების ყველა მატჩს ესწრებოდა, ოჯახის რჩენას სპორტის სასახლესთან ახლოს, “მაკდონალსთან”, ლექსების გაყიდვითა და მოწყალების თხოვნით ახერხებს.

ოთარინიო 2012 წელს “ნიჭიერშიც” გამოვიდა, სადაც ფეხბურთელების პაროდიები გააკეთა და მათ შორის, ალექსანდრე იაშვილის, კალაძის, ქინლაძის და სხვა გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელების. მისი შვილის ნათლიები არიან ლევან მჭედლიძე, გიორგი ნავალოვსკი, ოთარ მარცვალაძე და გიორგი დემეტრაძე არიან.

მაშინ, როცა გიორგი დემეტრაძე დაიჭირეს და მას მხარი პრაქტიკულად კალაძის გარდა არცერთმა მოთამაშემ არ დაუჭირა, მამასახლისი მის ყველა სასამართლო პროცესზე დადიოდა, რუსთავის ციხესთან “დემე, დემე, შენთან ვართ, გამაგრდი!” გაიძახოდა და დემეტრაძის დაბადების დღეზე მის ოჯახს ტორტი მიართვა და ყველგან მაისურით დადიოდა – “თავისუფლება დემეს”.

დემეტრაძე ახლა ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობს.

როგორც ოთარმა “ტვ პირველს” უთხრა, ის ფედერაციას დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა, მაგრამ ფედერაციიდან უკვე, დიდი ხანია, არანაირი პასუხი არ მიუღია.

მაშინ როცა ყველა შეხვედრისას ყველა ოფიციალური პირი აღნიშნავს თუ რა დიდი ძალაა საქართველოს ნაკრებისთვის გულშემატკივარი, როგორ აკლია ქართულ საკლუბო ფეხბურთს გულშემატკივარი და თუ ქართული ფეხბურთი დიდი ოჯახია, სადაც ფეხბურთისთვის სახელმწიფოდან გამოყოფილი 265 მილიონის შედეგი პრაქტიკულად არ ჩანს, ქართული ფეხბურთი ზუსტად ისეთ გაჭირვებულ მდგომარეობაშია, როგორც მისი ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივარი, ოთარ მამასახლისი არის ფინანსურად. 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ