გლანდები (ტონზილები) და პოლიპები (დენოიდები) ბავშვებში გავრცელებული ერთ–ერთი ყველაზე ხშირი პრობლემაა. გლანდების გართულების პირველი გამოვლინება ძილის დროს სუნთქვის პრობლემებია. თუ ბავშვს ცუდად სძინავს, ღამით შფოთავს და საწოლში ბევრს მოძრაობს, უნდა ვიფიქროთ, რომ მას გლანდების პრობლემები აქვს. გართულების შემდეგი გამოვლინებაა სწავლაში ჩამორჩენა, რომელიც გამოწვეულია ჰიპოქსიით. მეორე მხრივ, საოპერაციო გლანდებზე მიანიშნებს ხშირი ანგინა. თუ ამ შემთხვევაში გლანდების ამოკვეთა არ მოხდა, იწყება სახის დეფორმაცია, მუდმივი პირით სუნთქვა ცვლის ბავშვის სახის ძვლების მოყვანილობას და იცვლება სახის ფორმა და სიმაღლეც. ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალურია ტონზილექტომიის ლაზერით გაკეთება. თუმცა ამ ყველაფერში მთავარია ხარისხიანი აპარატურა და კვალიფიციური ექიმი. ადენოიდიც იგივე სახის ქსოვილს წარმოადგენს, რასაც გლანდი. თუმცა მას განსხვავებული მდებარეობა აქვს. ძირითადი პრობლემა, რის გამოც ბავშვებს ეს ოპერაცი უკეთდება, არის ცხვირით სუნთქვის გაძნელება. ამ დროს ბავშვს უყალიბდება ადენოიდური სახე, ის გონებრივადაც ანელებს განვითარებას და თანატოლებთან დაწევა უჭირს. ამის მიზეზი კი არის ტვინის ჰაერით შიმშილი, რასაც პირით სუნთქვა იწვევს. წყარო: https://geoinformer.tk

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ