გუშინ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც თბილისის “დინამო” ფარერების ჩემპიონ “კლაკვისს” ესტუმრა და 6:1 განადგურდა.
გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ფარერების ჩემპიონთან დაკავშირებით.
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ “კლაკსვიკმა” ისტორიაში პირველად გაიტანა ევროთასებზე 6 გოლი. გარდა ამისა, ფარერების ისტორიაში მათმა რომელიმე გუნდმა პირველად გააღწია პლეი-ოფის სტადიაზე.
ჩვენს მეტოქეს შემადგენლობაში ჰყავდა ორი ვეტერანი მეკარე, რომელთა ასაკებიც 40 და 46 წელს უდრის. ასევე, ფეხბურთელმა, რომელმაც “დინამოს” ჰეთ-თრიკი შეუსრულა, თავისუფალ დროს მწყემსვითა და ვეშაპების გამოკვებით არის დაკავებული.
კლუბი 1904 წელს არის დაარსებული და პირველად ევროთასებზე 1992 წელს ითამაშა, სადაც “სკონტოსთან” 6:1 დამარცხდა. ქალაქში სულ 5117 ადამიანი ცხოვრობს, მათი სტადიონი კი 4000 ადამიანზეა გათვლილი.