• კვი. აგვ 1st, 2021

ყველაზე სამარცხვინო წაგება ქართული ფეხბურთის ისტორიაში

თბილისის დინამომ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ფარერის კუნძულების კლაკსვიკთან 1:6 წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.

აღნიშნული მარცხი ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა ქართული ფეხბურთის ისტორიაში. დინამოსგან ქართველი გულშემატკივარი შემდეგი ეტაპის საგზურს ელოდა და საერთოდაც, ჯგუფურ ეტაპზე ფიქრობდა, თუმცა ყველაფერი კოშმარულად განვითარდა.

აღსანიშნავია, რომ კლაკსვიკი თავის ისტორიაში ამ ეტაპამდე არ ყოფილა მისული. ამჟამად ფარერების გუნდი უეფას რეიტინგში 320-ე ადგილს იკავებს.

ქართული გუნდიც აქამდე ფარერების გუნდთან არ დამარცხებული. ყველა მხრივ, ეს მატჩი დინამოელთათვის უდიდესი სირცხვილის მომტანი იყო.

შეგახსენებთ, რომ ასპარეზობას “დინამოს” გარდა გამოეთიშა თბილისის ლოკომოტივიც, რომელიც ბევრად ძლიერ გრანდასთან ესპანეთში 0:2 დამარცხდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.