ქართველი მილიარდელის, ბიძინა ივანიშვილის უფროსმა შვილმა, ბერა ივანიშვილმა ჟურნალ “სარკესთან” ინტერვიუში საინტერესო განცხადება გააკეთა.
“მსურს, რომ საქართველოსაც ჰყავდეს მსოფლიოში უძლიერესი კლუბი, რომელიც ევროტურნირებზე წარმატებებს მიაღწევს.”
“ვაპირებ, რომ ერთ-ერთი ქართული კლუბი ვიყიდო და ინვესტიციები განვახორციელო, რათა ის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად იქცეს.”
“იმედი მაქვს, სხვა ბიზნესმენებიც გააკეთებენ იგივეს და ამის დახმარებით როგორც ეროვნული ჩემპიონატის, ისევე ნაკრების დონეც ძალიან გაიზრდება.” – ციტირებს ბერა ივანიშვილის სიტყვებს ჟურნალი.