აპრილი 16, 2024

მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელის პეპ გვარდიოლას დედა, დოლორეს სალა კარიო 82 წლის ასაკში კორონავირუსის გამო დაიღუპა. ამის შესახებ სიტის პრესსამსახური იუწყება.

კარიო ბარსელონას პროვინციის ქალაქ მანრესაში გარდაიცვალა. კლუბმა გვარდიოლას ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *