საქართველოს ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილმა თავდამსხმელმა გიორგი დემეტრაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ევროპალიგაზე თბილისის „დინამოს“ და ფარერული „კლაკსვიკის“ დღევანდელ მატჩებზე ილაპარაკა.

 

„თბილისის „ლოკომოტივისგან“ გასხვავებით, „დინამო“ ვალდებულია, რომ ეს ორი წრე გაიაროს და ჯგუფურ ეტაპზე მოხვდეს. ასეთი შანსი ქართულ გუნდებს იშვიათად ეძლევათ. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩემი აზრით „დინამო“ ვალდებულია ეს შანსი გამოიყენოს. ახლა თუ არა, აბა როდის უნდა მოვიგოთ? იმიტომ, რომ ჩვენ ვართ საფეხბურთო ქვეყანა დიდი ისტორიით,“ – ამბობს გიორგი დემეტრაძე.

 

უეფას ევროპალიგის შეხვედრა „კლაკსვიკს“ და „დინამოს“ შორის 24 სექტემბერს თბილისის დროით 22.00 საათზე დაიწყება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ