საქართველოში ეპიდემოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, საფეხბურთო შეხვედრები ისევ უმაყურებლოდ გაიმართება – ეს სამწუხარო სიახლე „საბურთალოს“ განცხადებიდან ირკვევა.

„საბურთალო“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/4 ფინალურ მატჩს ქუთაისის „ტორპედოსთან“ 27 სექტემბერს გამართავს. დაპირისპირება მიხეილ მესხის სტადიონზე, 15:00 საათზე დაიწყება. თუკი ბოლო დროს მაყურებელთა რაოდენობა შეზღუდული იყო, ახლა საერთოდ აღარ დაიშვებიან.

„შეხვედრას დაესწრებიან მხოლოდ აკრედიტირებული მედიის წარმომადგენლები. ახალი რეგულაციების თანახმად მათი რაოდენობა შეზღუდულია” – წერია „საბურთალოს” განცხადებაში.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ეროვნულ საფეხბურთო ლიგებში თამაშები 25 ივნისს განახლდა, ხოლო გულშემატკივრებმა დასწრების უფლება ივლისში მიიღეს. სამწუხაროდ, ახლა კორონავირუსმა ისევ შემოგვიტია.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ