საქართველოს ეროვნული ნაკრების ლეგენდამ კახა კალაძემ  “მილანში” გატარებული ადრეული წლები გაიხსენა.

“მაშინ, კიევის “დინამოს” ღირსებას ვიცავდი, “სან სიროზე” “მილანთან” ამხანაგური შეხვედრა გვქნდა და სტადიონი გადაჭედილი იყო. ამ მატჩში სებასტიანო როსის ჯარიმა გავუტანე. მანამდე ადრიანო გალიანი და არიედო ბრაიდა შვჩენკოს აკვირდებოდნენ. ამ მატჩის შემდეგ კი შეიძლება ითქვას, ჩემი ცხოვრება შეიცვალა, მათ ჩემზე დაკვირვებაც დაიწყეს და ასე მოვედი “მილანში”.

“მილანში” საუკეთესო წლები გავატარე, ყველაფერი მოვიგე, როგორც იტალიაში, ისე საერთაშორისო დონეზე, რისი მოგებაც შეიძლებოდა. მართლა ძალიან ძლიერი გუნდი გვყავდა და გასახდელშიც შესანიშნავი ატმოსფერო იყო”.

“მილანში” ჩემი ოცნებები ახდა, ვთამაშობდი იმასთან ერთად ვინც ბავშვობაში ჩემი იდეალი იყო, ოთახში მალდინის პოსტერი მქონდა. ერთ დღესაც მისი თანაგუნდელი გავხდი და მოედანზე ერთად გავდიოდით. ის ნამდვილი ჩემპიონი იყო, როგორც მოედანზე, ისე მოედანს მიღმა, როგორც ნესტა. იმ გუნდში ყველანი ჩემპიონები იყვნენ”.

“მე ახლა “მილანის” რიგითი გულშემატკივარი ვარ და ისე, როგორც ყველა არ ვარ ასეთი “მილანის” ყურებას მიჩვეული. მაგრამ ვიცი, რომ გუნდის მფლობელს დიდი გეგმები აქვს”.

“როსონერი” ყოველთვის დიდი მიზნებისკენ უნდა ისწრაფოდეს და იბრძოდეს. ვიმედოვნებ, რომ ამ წელს კონკურენტუნარიანი გუნდი აშენდება,” – განაცხადა კალაძემ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ