ვეტერანი ფეხბურთელი, ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე, რომელსაც სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა, ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ თვითიზოლაციაში იმყოფება და PCR-ტესტის პასუხს ელოდება.

„სწრაფი ტესტის მიხედვით, კორონავირუსი დამიდასტურდა. დღეს, PCR ტესტი გავიკეთე და ველოდები საბოლოო პასუხს. ამჟამად იზოლაციაში ვარ, რეგულაციების სრული დაცვით. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ასთმა მაქვს, ეს სრული სიცრუეა. ცხოვრებაში არ მქონია ეს დაავადება. მადლობას გიხდით თბილი მესიჯებისთვის და ყურადღებისთვის“, – წერს შოთა არველაძე.

შოთა არველაძის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ინფორმაცია უზბეკეთის სპორტულმა გამოცემა tribuna.uz-მა გაავრცელა, გამოცემაშივე ეწერა, რომ თითქოს შოთა არველაძეს ასთმა აქვს, რის გამოც სიტუაცია მეტად სანერვიულოა.

დღეს „ფახთაქორი“ აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ირანის „შახრ ხორდოს“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დაუპირისპირდება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ