• ორშ. აპრ 12th, 2021

უდიდესი ტრაგედია – თბილისის “დინამოს” კიდევ ერთი დიდი ლეგენდა გარდაიცვალა

 

“დინამოს” ლეგენდარული ფეხბურთელი, ფირუზ კანთელაძე ახლახანს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვეტერანი მოთამაშე იმ ლეგენდარული “დინამოს” წევრი გახლდათ, რომელმაც 70-იან წლებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული მოპოვა. 2013 წელს მას სპორტის რაინდის ტიტული მიენიჭა.

“დინამო თბილისი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი კლუბის ვეტერანის, 70- იანი წლების დინამოს თვალსაჩინო წარმატებების ერთ-ერთი შემოქმედის – ფირუზ კანთელაძის გარდაცვალების გამო. დინამო უსამძიმრებს განსვენებულის ოჯახს, ახლობლებს და ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს.” – წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.