თბილისის “დინამოს” ოფიციალურმა საიტმა სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა.

გუნდის ლეგენდარული ფეხბურთელი, ფირუზ კანთელაძე 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვეტერანი მოთამაშე იმ ლეგენდარული “დინამოს” წევრი გახლდათ, რომელმაც 70-იან წლებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული მოპოვა. 2013 წელს მას სპორტის რაინდის ტიტული მიენიჭა.

“დინამო თბილისი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი კლუბის ვეტერანის, 70- იანი წლების დინამოს თვალსაჩინო წარმატებების ერთ-ერთი შემოქმედის – ფირუზ კანთელაძის გარდაცვალების გამო. დინამო უსამძიმრებს განსვენებულის ოჯახს, ახლობლებს და ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს.” – წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ