გუშინ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8-ის ორი მატჩი შედგა. წარმატებული გამოდგა ლევან კორღალიძის დებიუტი “საბურთალოს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე. კორღალიძის გუნდმა “დინამო თბილისი” გაგი მარგველაშვილის ერთადერთი გოლის წალობით დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

გათამაშებას გამოეთიშა თბილისის “ლოკომოტივიც”. თბილისელები გასვლაზე საჩხერის “ჩიხურასთან” 2-1 დამარცხდნენ და ახლა ორივე თბილისური გუნდი მთლიანად ევროთასების თამაშზე გადაერთვებიან. შეგახსენებთ რომ ლოკო ესპანეთში ადგილობრივ “გრანადას” დაუპირისპირდება, “დინამოს” მეტოქე კი, ფარერის კუნძულების წარმომადგენელი “კლაკსვიკარი” იქნება.

საბურთალო – თბ.დინამო  (1-0)
გოლი: 
მარგველაშვილი (52)

ჩიხურა – ლოკომოტივი (2-1)
გოლები: 
ბერეზოვი (14,21), ომარ იმრანი (90,პენ)

მეოთხედფინალები:

სამგურალი – თელავი

თბილისი სითი – ჩიხურა

საბურთალო – ტორპედო

გაგრა – დილა

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ