• კვი. მაი 16th, 2021

ფეხბურთელში ფულის მაგივრად 500 კილო ღორის ხორცი გადაიხადეს

რუმინელი ნახევარმცველი იონ რადუ 500 კილო ღორის ხორცში გაცვალეს. 1998 წელს, როდესაც ოფიციალურად გაიხსნა სატრანსფერო ფანჯარა, რუმინეთის მეორე დივიზიონის გუნდმა, ჟულ პეტროსანმა საკუთარი ფეხბურთელი ვალცეაში ღორის ხორცის სანაცვლოდ გაუშვა.

იონ რადუში გადახდილი 500 კილო ღორის ხორცი დაახლოებით 1750 ფუნტი დაჯდებოდა. ჟულ პეტროსანის კლუბის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ გაყიდული ხორცისგან მიღებული თანხით იონ რადუს გადაუხდიდა ხელფასს.

 

ისე, ფაქტისთვის, როდესაც კრისტიანო რონალდო 100 მილიონად გაიყიდა, ამ თანხის სანაცვლოდ შეეძლოთ 29 მილიონი კილო ღორის ხორცი გადაეცათ მანჩესტერისთვის ან დაახლოებით 630,000 ღორი გაეგზავნა პერესს ინგლისში.

სტატია მომზადებულია players.ge მიერ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.