• ორშ. აპრ 12th, 2021

რუსი დეპუტატი: “სად იხედება უეფა?”

რუსეთის პარლამენტის წევრმა, იგორ ლებედოვმა “ლოკომოტივის” მიერ მოსკოვის “დინამოს” დამარცხების შემდეგ კრიტიკული განცხადება გააკეთა.

“უამრავი მიზეზი არსებობს მარცხისა. დაწყებული პოლიტიკური მიზეზიდან, დამთავრებული მინდვრის საფარით. ჯგუფში გასვლის შემთხვევაში “ლოკომოტივი” ამ სტადიონზე აპირებს თამაშს? სად იხედება უეფა?”

“თუმცა, ყველა შემთხვევაში ეს წაგება დიდი სირცხვილია, რომელმაც დაგვანახა, თუ რა მდგომარეობაშია რუსული ფეხბურთი.” – აცხადებს ლებედოვი.

შეგახსენებთ, რომ “ლოკომ” რუსული გუნდი 2:1 დაამარცხა და შემდგომ ეტაპზე “გრანადას” დაუპირისპირდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.