• ოთხ. მაი 12th, 2021

მალინოვსკის ინგლისში თამაში უნდა

“ატალანტას” 27 წლის უკრაინელი შემტევი რუსლან მალინოვსკი ინგლისის პრემიერლიგაში თამაშის სურვილს არ მალავს. როგორც იტალიური მედი იტყობინება ფეხბურთელმა ამის შესახებ გუნდის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა.

თავის მხრივ, უკრაინელი ფეხბურთელის გადაბირებით პრემიერლიგაში აღხევებული “ლიდსია” დაინტერესებული, რომელიც არჩევანს მალინოვსკისა და “უდინეზეს” ლიდერ როდრიგო დე პაულს შორის გააკეთებს.

რუსლან მალინოვსკის სატრანსფერო ფასი 20 მილიონი ევროა. მან გასულ სეზონში “ატალანტას” მაისურით ყველა ტურნირზე გამართულ 44 მატჩში 9 გოლი გაიტანა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.