მადრიდის „რეალი“ ლა ლიგას ცუდი ამბებით იწყებს.
ზინედინ ზიდანმა ძალიან დიდი მუშაობის მიუხედავად ვერ მიაღწია იმას, რომ სეზონის სტარტს ედენ აზარი მწყობრში შეხვედროდა.
ოფიციალურად დადასტურდა, რომ ის 100%-ით მზად არ არის, აქედან გამომდინარე, „სოსიედადთან“ ვერ ვიხილავთ.
ასევე უცნობია, როდის ჩადგება ოპტიმალურ კონდიციაში ბელგიელი ფეხბურთელი.