• პარ. აპრ 16th, 2021

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა თავისი ყოფილი კლუბის პრეზიდენტი სიცოცხლეს გამოასალმა

ბრაზილიაში დიდი რეზონანსი გამოიწვია მკვლელობამ, რომელიც ორიოდ დღის წინ მოხდა. ფეხბურთელმა ვინისიუშ კორზინიმ თავისი ყოფილი კლუბის, “ნასიონალ დე როლანდიის” პრეზიდენტი ჟოზე ალვეშ დე ოლივეირა მოკლა.

“გლობუ ეშპორტეს” ინფორმაციით, 28 წლის კორზინი მოულოდნელად დაესხა თავს 58 წლის დე ოლივეირას და დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. კლუბის პრეზიდენტი უმძიმესი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ფეხბურთელმა მიმალვა გადაწყვიტა, თუმცა თვითმხილველებმა დააკავეს და პოლიციას გადასცეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.