19 სექტემბერს გაიმართა ქალთა ლიგის მე-7 ტურის მატჩი ლანჩხუთს და მართვეს შორის
მატჩში მასპინძლებმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს გამანადგურებელი ანგარიშის ხარჯზე (5-1)
მატჩის დაწყებიდან 13 წუთში სტუმართა კარის აღება მოახერხა წოწურიამ, ტაიმის მიწურულს (38′) ანგარიში ორამდე გაზარდა თოდაძემ
მატჩის 68′ წუთზე სტუმრებმა ლებერის გოლის წყალობით ანგარიში შეამცირეს, 3 წუთში სტუმართა გოლს კალანდაძემ უპასუხა, 78′ წუთზე გასვიანმა 3-მდე გაზარდა ლანჩხუთელთა სხვაობა,
80′ წუთზე ხაბურზანიამ მატჩის ანგარიში გამანადგურებელი გახადა (საბოლოო ანგარიში დააფიქსირა)
მე-7 ტურის შემდეგ მეორე ადგილზე გადაინაცვლა ლანჩხუთი, ხოლო მესამე პოზიციაზე მართვე