მოსკოვის “დინამოსთან” მიღებული ტრავმის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ რეაბილიტაცია სრულად გაიარა. მან სახე მოირჩინა და მზადაა ყაზანის “რუბინს” რუსეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურის შეხვედრაში “სპარტაკთან” დაეხმაროს.

შეგახსენებთ, რომ სახის არეში “დინამოელებმა” კვარაცხელიას ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენეს, იგი ცხვირის გატეხვას გადარჩა.

როგორც “რუბინის” თავკაცი სლუცკი აცხადებს, ხვიჩას ნიღბით თამაშის შესაძლებლობა ექნება.

“რუბინის” საშინაო მატჩს “სპარტაკთან” 31 000 მაყურებელი დაესწრება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ