ბეირუთში მომხდარი აფეთქებისას დაჭრილი ცნობილი ლიბანელი ფეხბურთელი მუჰამედ ათვი გარდაიცვალა, – ამის შესახებ Aljazeera წერს.

32 წლის სპორტსმენი სხვადასხვა ადგილობრივ კლუბში ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. ბეირუთის ანსართან ერთად, მან ეროვნული ლიგა სამჯერ მოიგო.

ფეხბურთელი 21 აგვისტოდან რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.

ბეირუთის პორტში ძლიერი აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. აფეთქების შედეგად განადგურდა 50 ათასამდე სახლი და თავშესაფრის გარეშე დარჩა 300 ათასზე მეტი ადამიანი. დაზიანებულია ცხრა საავადმყოფო და 178 სკოლა. აფეთქებას 200-მდე ადამიანი ემსხვერპლა. მინისტრთა საბჭოს ინფორმაციით, ქალაქის რეკონსტრუქციისთვის 15 მილიარდი დოლარია საჭირო.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ