• პარ. აპრ 16th, 2021

მამა ანთიმოზი: “ბაიას განცხადებაზე ერთ რამეს ვიტყვი, ჩვენი ბიჭები 3000 ლარს..”

გუშინ “ლოკომოტივის” გამარჯვების შემდეგ ცნობილმა ფემინისტმა აქტივისტმა, ბაია პატარაიამ კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა.

აღნიშნულ პოსტს ცნობილი სამღვდელო პირი, თამაზ ბიჩინაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა.

“ბაია პატარაია თქვენი პოსტით ნამდვილად არ გამამწარეთ, პირიქით მაგრად გავხალისდი. ფეხბურთის გაგეგაბაში ხომ არა ხართ, ცხოვრების გაგებაშიც არა ხართ. ”ლოკოს” გამარჯვება ”დინამო” მოსკოვზე იყო ქართველი ბიჭების( ”ლოკოს” 6 ბიჭი საქართველოს 21-მდე ნაკრების წევრია და ოცი წლის ბიჭები არიან) გმირობა, 3 და 5 ათასს ლარიან(ხელფასი) 20, 50 და 100 ათას დოლარიანი კაცები დაამარცხეს. რა სულ რუსი ნაშების აყრა გელანდებათ ქართველ ნაშებს. ”ლოკო” მესამე ეტაპზე ”გრანადას” ხვდება, რომელმაც გუშინ ”ბარსელონას” 2:0 მოუგო. ლოკოს ნუ მოვთხოვთ ახლა ”გრანადას” დამარცხებას, თან ესპანეთში.”

”ლოკოს” ბიჭებს ვულუცავ გამარჯვებას! ჯიგარში გენაცვალეთ! არავის გამორჩევა არ მინდა, ერთს ვიტყვი: ”ლოკოს” მეკარის სახით საქართველოს ნაკრებს კარგი მეკარე ეზრდება.” – წერს თამაზ ბიჩინაშვილი საკუთარ ფეისბუქზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.