როგორც მოგეხსენებათ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო მეორე ეტაპზე “რაპიდის” წინააღმდეგ შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია.
საქართველოს ნაკრებს უკვე 8 ოქტომბერს ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს ჩასატარებელი, გაჩნდა შიში რომ გიორგი ჩაკვეტაძე ბელორუსიის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
მაგრამ როგორც ცნობილი გახდა გიო მოედანს დაახლოებით 10-დან 14-დღეში დაუბრუნდება, ამის შესახებ კომენტარი ფეხბურთელის მრჩეველმა გოგა გახოკიძემ გააკეთა.
“გამოკვლევამ, რომელიც გიორგის გუშინ ჩაუტარდა დაადგინა, რომ სერიოზული არაფერია და მას ორ კვირაში მოედანზე გასვლა შეეძლება,”
ასე რომ ჩაკვეტაძე 8 ოქტომბრისთვის მზად იქნება, მაგრამ რამდენად იქნება ის ოპტიმალურ ფორმაში მეორე საკითხია.