“გენტის” მთავარმა მწვრთნელმა, ვიმ დე დეკერმა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვენის “რაპიდთან” მოგებული მატჩის (2:1) შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
“გვეშინოდა, რომ მან მუხლი დაიზიანა, მაგრამ ეს კუნთის ტრავმა უნდა იყოს. თუმცა, უნდა დაველოდოთ საბოლოო დიაგნოზს”, – განაცხადა ვიმ დე დეკერმა.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა მატჩის 56-ე წუთზე პენალტი მოიპოვა. ამ ეპიზოდში მან ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც თამაში ვეღარ გააგრძელა.