შოთა არველაძე “საბურთალოს” 19 წლის მოთამაშის გიორგი შაქარაშვილის ტრაგიკულ გარდაცვლებას გამეხმაურა და სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა.

“რთული დასაჯერებელია, რომ ამდენი გამოცდილების მიუხედავად, ერთმანეთის შეცდომებზე ვერ ვსწავლობთ და ისევ, ძველი დროის მსგავსად, შეგვიძლია ერთმანეთი სასიკვდილოდ გავიმეტოთ. ჩემს თაობაში, რომელიც განსაკუთრებულად რთულ დროში გაიზარდა, მსგავსი ამბები ყოველდღიურობის ნაწილი იყო. ასე, ერთმანეთის გამეტებით, უამრავი ადამიანი და მეგობარი დავკარგეთ.

ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრაგედიამ, ის ძველი და საზარელი ამბები გამახსენა, რომელიც, მეგონა, უკან მოვიტოვეთ. დათრგუნული ვარ, რომ ასეთი შემთხვევები კვლავ ხდება ჩვენს გარშემო. ვუსამძიმრებ გიორგის ოჯახს. ეს ტრაგედია ჩვენზე დიდ კვალს დატოვებს”, – წერს არველაძე.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ