პორტუგალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” სუპერვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს მთავარი დალაქი და მეგობარი, რიკარდო მარკეს ფერეირა ციურიხში ყელგამოჭრილი იპოვნეს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი ადამიანის გვამი სასტუმროს თანამშრომელმა იპოვნა, როდესაც მისი ნომრის დალაგებას აპირებდა. მისი თქმით, დალაქი საწოლში ყელგამოჭრილი იწვა, ოთახში კი ალკოჰოლის სუნი ტრიალებდა.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ მოკლა რიკარდო მარკესი, მაგრამ შვეიცარიის პოლიციამ უკვე გამოძიება დაიწყო და დამნაშავეებს ეძებს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ