• შაბ. აპრ 17th, 2021

როტორის 2 ქართველ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა

საფეხბურთო კლუბ “როტორის” ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ კლუბის 7 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დაინფიცირებულებიდან 2 ქართველია.

ესენი არიან ბექა მიქელტაძე და ნიკა ყიფიანი. ნიკა მრავალი წელია რუსეთის მოქალაქეა. დანარჩენი ფეხბურთელები კი ილია ჟიგულოვი, კამილ მულინი, ალექსანდრ საპლინოვი, ალექსანდრ დოვბნი და აზატ ბაირიევი არიან.

ფეხბურთელები ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფებიან და შესაბამის მკურნალობას გადიან. კლუბი მათ გამოჯანმრთელებას და მალე დაბრუნებას უსურვებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.