გუშინ საქართველოს ჩემპიონატში მნიშვნელოვანი და საინტერესო მატჩები გაიმართა. ქუთაისში, “რამაზ შენგელიას სახელობის” სტადიონზე ადგილობრივი “ტორპედო” იმერულ დერბიში “სამტრედიას” დაუპირისპირდა და 2-1 გაიმარჯვა. ანგარიში პენალტის ნიშნულიდან ოლეგ მამასახლისმა გახსნა, მალე ასევე პენალტიდან ანგარიში სამტრედიელთა აზერბაიჯანელმა შემტევმა ნიჯატ ყურბანოვმა გაათანაბრა. საბოლოოდ ქუთაისელებს გამარჯვება ზაზა ციციქიშვლმა მოუპოვა და “ტორპედომ” ამ გამარჯვებით მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა “საბურთალომ”, რომელიც თანაქალაქელ “მერანს” დაუზავდა (0-0). არადა მატჩის მიწულს “საბურთალოს” გამარჯვების მოპოვება შეეძლო, თუმცა მათმა კამერუნელმა შემტევმა ოლივიე ბუმალმა თერთმეტმეტრიანი ძალიან ცუდად შეასრულა და ის რევაზ თევდორაძემ უკუაგდო.

ასევე 0-0 დაფიქსრიდა გორში, სადაც “დილამ” “თელავს” უმასპინძლა. მატჩი ძალიან სანახაობრივი გამოდგა და ყველაზე მოულოდნელი ანგარიში დაფიქსირდა ტაბლოზე.

ერთი შეხვედრა გაიმართა ასევე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში, სადაც გათამაშების ლიდერმა “შუქურამ” სახლში “გაგრას” ვერ მოუგო. ანგარიში აჭარელთა ვეტერანმა ფორვარდმა დიმიტრი ტატანაშვილმა გახსნა, მაგრამ მალევე გიორგი ივანიაძემ მორიგი გოლი გაიტანა მიმდინარე ჩემპიონატში და თავის გუნდს ძვირფასი ქულა მოუპოვა. “შუქურა” გათამაშებას კვლავაც დამაჯერებლად ლიდერობს, “გაგრა” კი მესამე საფეხურზე იმყოფება.

ეროვნული ლიგა 1.

ტორპედო – სამტრედია  (2-1)
გოლები: 
მამასახლისი (50,პენ), ყურბანოვი (64,პენ), ციცქიშვილი (69)

საბურთალო – მერანი (0-0)

დილა – თელავი (0-0)

 

ეროვნული ლიგა 2.

შუქურა – გაგრა (1-1)
გოლები: 
ტატანაშვილი (29,პენ), ივანიაძე (33)

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ