საფრანგეთის ლიგა 1-ის მესამე ტურში “პარი სენ-ჟერმენმა” საკუთარ მოედანზე “მარსელი” მიიღო და 0:1 დამარცხდა.

თამაში ძალიან უხეში გამოდგა. ფეხბურთელები ერთმანეთს ხშირად ეკამათებოდნენ, იყო გაწევ-გამოწევები. მთავარმა არბიტრმა მოთამაშეებს 14 ყვითელი ბარათი აჩვენა. სიტუაცია განსაკუთრებით ბოლო წუთებში დაიძაბა, როცა მსაჯს მოედნიდან ხუთი ფეხბურთელის გაძევება მოუწია. წითელი ბარათები ჯორდან ამავიმ, დარიო ბენედეტომ, კურზავამ, ნეიმარმა და პარედესმა მიიღეს.

იხილეთ ვიდეო

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ